რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

შოიგუ: რუსეთი მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით უკრაინაში სპეცოპერაციის ტემპს ანელებს

სერგეი შოიგუ
The Moscow Times

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მტკიცებით, რუსეთი უკრაინაში ომს იმიტომ ანალებს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი აიცილოს და ევაკუაცია მოხდეს. 

"მაცხოვრებლებმა დატოვონ გარშემორტყმული დასახლებები, გამოცხადებულია დუმილის რეჟიმები და იქმნება ჰუმანიტარული დერეფნები".- ამბობს შოიგუ. 

მისივე თქმით, რუსული ჯარები, უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან განსხვავებით, არ ურტყამს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, სადაც შეიძლება მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდეს.

" დასავლეთის ქვეყნებმა, უკრაინის ჯარების დამარცხების შიშით, სასწრაფოდ მოაწყვეს ქვეყნისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება. იქ იგზავნება სამხედრო მრჩევლები და კერძო სამხედრო კომპანიების თანამშრომლები, უცხოელი დაქირავებულთა რაოდენობამ უკვე ექვს ათას ადამიანს გადააჭარბა".- ამბობს შოიგუ. 

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, რუსეთი გააგრძელებს "სპეცოპერაციას" მანამ, სანამ ყველა დავალება არ დასრულდება. 


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები