ევროკავშირი-უკრაინა

ზელენსკი: ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ივნისში ველოდებით

president.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ივნისში ელოდება. მის განცხადებას უკრაინული გამოცემა Ukrinform ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ [უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში] აუცილებლად მოხდება. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ივნისში ველოდებით". - თქვა მან.

მისივე თქმით, უკრაინის ახლო მეგობრებს - პოლონელებს ესმით, რომ უკრაინა უკვე დიდი ხანია ევროპისა და ევროკავშირის ნაწილია.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ზელენსკიმ ხელი 28 თებერვალს მოაწერა. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. 

8 აპრილს, კიევში ვიზიტის დროს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლეიენმა ზელენსკის კითხვარი გადასცა, რომლის შევსებაც უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი ნაბიჯია.

ქვეყანამ კითხვარის პირველი ნაწილი 17 აპრილს დაასრულა, ხოლო მეორე ნაწილის - 9 მაისს.

კომენტარები