რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დუდა: მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება საკუთარი მომავალი გადაწყვიტოს

Stringer/Reuters

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი. პოლონეთის პრეზიდენტი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინის პარლამენტს ადგილიდან მიმართა.

"შემაშფოთებელია მოწოდებები, რომ უკრაინამ უნდა დათმოს პუტინის მოთხოვნების შესაბამისად [...] მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი... არაფერი თქვენზე, თქვენს გარეშე". - თქვა დუდამ გამოსვლისას.

პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სივრცემ უნდა მოსთხოვოს რუსეთს, დატოვოს უკრაინის ტერიტორია. 

პოლონეთი რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციებისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების აქტიური მხარდამჭერია.

"არ მოვისვენებთ მანამ, სანამ უკრაინა ევროკავშირის წევრი არ გახდება". - აღნიშნა დუდამ. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პოლონეთში დაახლოებით 3.5 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი შევიდა, პოლონეთს ყველაზე დიდი მასპინძელ ქვეყნად აქცევს. 

კომენტარები