ავსტრალია

ავსტრალიის საპარლამენტო არჩევნებში მორისონის კოალიცია დამარცხდა

REUTERS/Loren Elliott

ავსტრალიაში ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამ კონსერვატორობის ცხრაწლიანი მმართველობა დაასრულა. პრემიერმინისტრმა, სკოტ მორისონმა არჩევნებში მარცხი აღიარა.

ხმების მხოლოდ ნაწილია დათვლილი: ლეიბორისტებს ჯერ არ მიუღწევიათ წარმომადგენელთა პალატის 76 ადგილისთვის, რომელიც მთავრობის შესაქმნელად არის საჭირო. ხმების 55%-ის მიხედვით, ლეიბორისტები 72 მანდატს, მორისონის კოალიცია - 52-ს ფლობს. მწვანეები და დამოუკიდებელი პარტიები კი 11 ადგილს. ვინ მიიღებს დარჩენილ 16 მანდატს ჯერჯერობით უცნობია. 

სავარაუდოა, რომ ლეიბორისტებს მთავრობის ფორმირება მწვანეებისა და იმ დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდაჭერით მოუწევს, რომლებიც გენდერული თანასწორობისა და კლიმატის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკას აწარმოებდნენ. Reuters-ის თანახმად, მწვანეების წარმატებას ხელი შეუწყო წყალდიდობისა და ხანძრის გამო კლიმატის ცვლილებების შესახებ ამომრჩეველთა აღშფოთებამ. 

როგორც ჩანს, ახალი პარლამენტს კლიმატის ცვლილებების მიმართ განსხვავებული პოლიტიკა ექნება. მორისონის ადმინისტრაცია ქვანახშირის მოპოვებას მხარს უჭერდა.

ლეიბორისტების წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილი ინფლაცია და ხელფასების ნელი ზრდა იყო, მაშინ, როცა მორისონი ამომრჩეველს ახსენებდა, რომ უკანასკნელ 50 წელში უმუშევრობამ ყველაზე დაბალ დონეს მისი მმართველობისას მიაღწია.

კომენტარები