Z სიმბოლო

Z სიმბოლოიანი რუსული სამხედრო თანამგზავრი გაშვებიდან 20 დღეში ატმოსფეროში დაიწვა

Focus

29 აპრილს კოსმოსში გაშვებული Z სიმბოლოთი მოხატული რუსული სამხედრო თანამგზავრი კოსმოს-2555 18 მაისის დილას ატმოსფეროში დაიწვა.

გაშვების შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ თანამგზავრის ორბიტაზე გასვლა და კავშირის დამყარება დაადასტურა. თუმცა გამოცემა Insider-ის ცნობით თანამგზავრი არ გამოდიოდა კავშირზე და ორბიტაზე ვერ გავიდა. მისი ტრაექტორიის კორექტირების მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.

Insider-ის ჟურნალისტების თქმით რუსეთს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ოპტიკური დაკვირვების სამხედრო თანამგზავრები სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად სჭირდებათ. ამასთან ორბიტაზე უკვე გაშვებულ ობიექტებს ექსპლუატაციის ვადა ეწურება, ხოლო ახალი აპარატების გაშვება რეგულაციების გამოა გართულებული. კოსმოს-2555-ს სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო თანამგზავრი იყო. 

19 მაისს რუსეთი თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ კოსმოსში კიდევ ერთ თანამგზავრი, კოსმოს-2556-ს გაუშვეს, რომელიც ორბიტაზე წარმატებით გავიდა.

კომენტარები