Z სიმბოლო

ДДТ-მ Z სიმბოლოიან დარბაზში კონცერტის გამართვაზე უარი თქვა

Discogs

რუსულმა როკ ბენდმა, ДДТ-მ ქალაქ ტიუმენში, Z სიმბოლოთი გაფორმებულ დარბაზში კონცერტი გამართვაზე უარი თქვა. 

21 აპრილს ბენდს კონცერტი უნდა გაემართა, საკონცერტო დარბაზში მუსიკოსებმა Z სიმბოლო შენიშნეს და გამოსვლის სხვა შენობაში გადატანა მოითხოვეს. ახალ ლოკაციაზე როკ ჯგუფს გამოსვლის უფლება არ მისცეს და კონცერტი ჩაიშალა.

"ტიუმენში უნდა დაგვეკრა, მაგრამ არ გამოვიდა. ერთმა ძალიან სიმპათიურმა ქალბატონმა უარი გვითხრა. ალბათ იმიტომ აკვიგრძალეს გამოსვლა, რომ დარბაზის შეცვლა მოვითხოვეთ. სადაც უნდა გამოვსულიყავით უშველებელი Z ასო დაგვხვდა, იქ დაკვრაზე უარი ვთქვით, კონცერტის სხვაგან ჩატარების უფლება კი არ მოგვცეს". – ამბობს ბენდის უცვლელი ლიდერი იური შევჩუკი.

ДДТ ერთ-ერთ ყველაზე ძველი და ცნობილი რუსული როკ ბენდია. ჯგუფს პოლიტიკური შეხედულებების გამო პრობლემები არაერთხელ შექმნია, როგორც საბჭოთა კავშირში, ისე რუსეთში. ბენდის წევრები რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს გმობენ. ლიდერი იური შევჩუკი ხშირად აკრიტიკებს ვლადიმირ პუტინს.

უკრაინაში ოკუპანტები რუსული სამხედრო ტექნიკას Z ასოთი აღნიშნავენ. ამასთანავე, სოციალურ ქსელებში და მთავრობის მხარდამჭერ დემონსტრაციებზე ომის მხარდაჭერას Z ასოთი გამოხატავენ. 

კომენტარები