შეგახსენებთ, უკრაინა დღეს რა მდგომარეობაშია. უკრაინაში რუსული ოკუპაციის არეალი უკვე დაახლოებით 3-4-ჯერ გაფართოვდა. რაც შეეხება ეკონომიკურ პროგნოზს. 45%-იანი ვარდნა არის, ფაქტობრივად, დაახლოებით 90-იან წლებს უბრუნდება უკრაინა 1 წელიწადში. ასევე, დაახლოებით 12.5 მილიონი უკრაინელი თავის საცხოვრებელში აღარ ცხოვრობს, მათ შორის დაახლოებით 4.5 მილიონი ქვეყნიდანაა გასული. თქვენ წარმოიდგინეთ, დაახლოებით ნახევარი მილიონი ქართველი რომ იყოს ქვეყნიდან გასული ან მილიონზე მეტი რომ არ ცხოვრობდეს თავის საცხოვრებელ ადგილას. უკრაინაში პოლიტიკურადაც უაღრესად დამძიმებული ვითარებაა, ღია ტექსტებით საუბარი იმაზე, რომ ნატო აღარ აინტერესებთ და ასე შემდეგ. ეს არის უკრაინის მდგომარეობა. როდესაც მათი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები ამბობენ, რომ იგივე მდგომარეობაში უნდათ საქართველოს ხილვა, ბუნებრივია, ჩვენ რეაქცია უნდა გვქონდეს და ეს რეაქცია ვერ იქნება პოზიტიური და ვერ იქნება რბილი.
tbl.ge/60es
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
ამავე თემაზე
- ლუკაშენკო: სამხედრო თვალსაზრისით, ბელარუსი უკრაინისადმი მოწყვლადია, უკვე აქვთ 500 სამიზნე
- უკრაინამ კრემლიდან 15 კმ-ში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით დაარტყა
- Times: პუტინისთვის "უკრაინაზე ულტიმატუმის" შემდეგ რუსეთის ბანკის ხელმძღვანელი არ გამოჩენილა
- ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
- რუსეთში Ту-22М3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვარდა (VIDEO)




