ჰოლივუდი

ვაიოლა დევისი: ერთ-ერთმა რეჟისორმა საკუთარი მოახლის სახელით მომმართა

NME

ოსკაროსანმა ვაიოლა დევისმა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჰოლივუდში გავრცელებულ რასისტულ სტერეოტიპეპზე ილაპარაკა.

"თუ მინდა ვითამაშო მარტოხელა დედა, რომელიც ღარიბ უბანში, განგსტერ შვილთან ერთად ცხოვრობს, პრობლემა არ არის, ასეთ როლს ყოველთვის მარტივად მომცემენ. მაგრამ ძალიან გამიჭირდება დავითანხმო პროდიუსერები 56 წლის ქალის როლზე, რომელიც ნიცაში საკუთარი თავის გადაასააზრებლად ჩადის და 5 სხვადასხვა კაცთან აქვს სექსი. იმიტომ რომ მაყურებელი ვერ აიგეივებს შავკანიანს სექსუალურობასთან და სულიერებასტან. მათთვის მიუღებელია, რომ მსგავსი პერსონაჟი განვასახიერო, მათთვის მე "მოახლე ლუისი ვარ" და ეს სახელი შემთხვევით არ მიხსენებია, ერთ-ერთმა რეჟისორმა, რომელსაც ათი წელი ვიცნობდი, ლუისი დამიძახა, მოგვიანებით გავარკვიე, რომ ლუისი მის მოახლეს ერქვა, ასე რომ, რაღაცები დღემდე არ შეცვლილა. ჩემი კანის ფერი 5 ტონალობით უფრო ღია რომ ყოფილიყო, ქერა თმა მქონოდა უპრობლემოდ ვითამაშებდი განსხვავებულ როლებს".

ვაიოლა დევისი ოსკაროსანი დრამატული მფლობელი ამერიკელი მსახიობია. პოპულარობა და პირველი ოსკარის ნომინაცია ფილმ Doubt-ში შესრულებულმა როლმა მოუტანა. შესრულებული აქვს როლები ფილმებში Help, Ma Rainey's Black Bottom, Suicide Squad. 2016 წელს მიიღო ოსკარი ფილმისთვის Fences.

კანის რიგით 75-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 17 მაისს გაიხსნა.

კომენტარები