ქართული ოცნება

წულუკიანი: უცხოელების მცირე ჯგუფს ენმ-სთან ერთად მთავრობის გადაყირავების ინტერესი აქვს

უცხოელების ამ პატარა ჯგუფს, მე მათში ვგულისხმობ, მაგალითად - ლამის ქართველ პოლიტიკოსად ქცეულ გერმანელ პოლიტიკოსს, ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს, რომელსაც მემგონი თავის საარჩევნო ოლქში აღარ აქვს იმდენი საქმე და პირდაპირ დაკავებულია, პირდაპირ ერევა ქართულ პოლიტიკაში, ხან ვის დაუქნევს თითს და ხან ვის და ჰგონია, რომ მას ამის უფლება აქვს.

ასევე არის ბატონი იან კელი. ერთი იან კელის წონის ცრემლები აქვს ერთ ქართველ დედას ჩუმად დაღვრილი, როდესაც თავის შვილებს ევროპული და დასავლური არჩევანის დასაცავად უშვებდა სხვადასხვა ბრძოლაში. მას არ ერიდება მაგალითად, რომ ყოველ დღე ან დღეში რამდენჯერმე ქართველ ერს, მის მთავრობას მიაყენოს შეურაცხყოფა, გააკრიტიკოს, თითი დაგვიქნიოს, ვითომ  ჩვენ ნული კლასის მოსწავლეები ვიყოთ.

არიან კიდევ სხვები, კოლექტიური პედრო აგრამუნტები, რომელიც შემდეგ პუტინის თვითმფრინავით, ნაცები უყვარდა და ასადთან ჩაფრინდა სირიაში, გვახსოვს ეს ყველას და განდევნეს ევროსაბჭოს ასამბლეიდან, ასევე კოლექტიური ჟიგიმანტასები თუ რაც ჰქვია და ა.შ.

ესენი არიან პატარა ჯგუფი და ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, ეს ხალხი მოგვყიდოს, რომ ესენი არიან თვით ევროპა. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ამ ხალხს აქვს მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესი ნაციონალებთან ერთად, რომ გადააყირავოს ეს მთავრობა, იმიტომ, რომ ისინი არ გვთვლიან ჩვენ მათ მეგობრებად, ეს არის მეგობრული წრე და მეგობრობაში მოსულა, რომ ერთმანეთი დაიცვან.

ვიცეპრემიერი და კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი TV იმედის ეთერში დასავლელ პარტნიორებზე საუბრისას.

კომენტარები