ევროპა ლიგა

ფრანკფურტის აინტრახტი ევროპა ლიგის 2021-2022 წლის სეზონის გამარჯვებულია

გერმანული საფეხბურთო კლუბი, ფრანკფურტის აინტრახტი ევროპა ლიგის 2021-2022 წლის სეზონის გამარჯვებულია. არწივებმა ტურნირის ფინალში შოტლანდიური გუნდი, გლაზგოს რეინჯერსი დაამარცხეს.

მატჩში ანგარიში გლაზგოლებმა ნიგერიელი ნახევარმცველის, ჯო არიბოს გოლით 57-ე წუთზე გახსნეს, 69-ე წუთზე კი ფრანკფურტელებმა წონასწორობა კოლუმბიელი ფორვარდის, რაფაელ ბორეს გოლით აღადგინეს.

მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 1-1 დასრულდა, დამატებით ტაიმებში კი გუნდებმა უგოლო ფრე დააფიქსირეს. ფინალის ბედი კი საბოლოოდ თერთმეტმეტრიანების სერიაში გადაწყდა, სადაც გერმანელებმა ანგარიშით 5-4 გაიმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ ფრანკფურტელებმა ევროპული ტიტულის მოპოვება 42-წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხეს. 1980 წელს აინტრახტმა ისტორიაში პირველად უეფას თასის მოგება შეძლო, რომელიც სწორედ ევროპა ლიგის წინამორბედი ტურნირია.

კომენტარები