საქართველოს პარლამენტი

ვაშაძე: ვისაც უნდა დატოვოს პარლამენტი, არ შეგვჭამეს ამ მეორეხარისხოვანი საკითხით?!

ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან [პარლამენტის დატოვების საკითხი] არ დამდგარა, ესაა ტყუილი და ვისაც უნდა წავიდეს და დატოვოს. ვინც რას თვლის, რომ აზრი აქვს თვითონ გააკეთოს, დაწეროს განცხადება, არ შეგვჭამეს ამ მეორეხარისხოვან საკითხებზე საუბრით?! სტოლტენბერგი აუქმებს შეხვედრას, ევროპული ინტეგრაციის გზა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ესენი არიან ჩაციკლული ერთი და იგივე იდიოტიზმზე. ვისაც უნდა, დაწეროს განცხადება. მე დავწერ მაშინ, როცა დავინახავ, რომ ამას ექნება შედეგი, მაგრამ დავწერ არა მათსავით, რომ ტალახში ვიბუჯგნიაო, არამედ, როცა შედეგი ექნება. ერთუჯრედიანები არ უნდა იყვნენ პარლამენტარები. ორ-სამ თვეში ვიქნებით სხვა რეალობაში, ხო ხედავთ, რომ კონკრეტული ნაბიჯები იდმება ამ მიმართულებით. ვინც არის რაღაც აზრზე, დაწეროს განცხადება, რა შეგვჭამა, ვერ გავიგე.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ოპოზიციის მხირდან პარლამენტის დატოვების საკითხზე საუბრისას.

კომენტარები