რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი აზოვის პოლკის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას გეგმავს

სამხედრო აზოვის პოლკის ემბლემით

რუსეთის გენერალური პროკურატურა უზენეას სასამართლოს მიმართავს, რომ უკრაინაში მებრძოლი აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდეს. სასამართლო სხდომა 26 მაისს გაიმართება.

განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც აზოვსტალის ქარხნიდან რუსული ძალების თანხლებით ასობით უკრაინელი ჯარისკაცის, მათ შორის, აზოვის პოლკის წევრების ევაკუაცია მოხდა. ევაკუირებული სამხედროები რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე იმყოფებიან. 16 მაისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.

აზოვის პოლკი 2014 წელს, მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. აზოვის მებრძოლთა ნაწილს კავშირი ჰქონდა ნაციონალისტურ და ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან, მოგვიანებით პოლკი უკრაინის ეროვნულ გვარდიას შეუერთდა.

კომენტარები