ლარის კურსი

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 17 მაისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 1.15 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.53 თეთრით გაუფასურდა. 17 მაისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.9654 ლარია, ერთი ევროსი კი - 3.1181 ლარი.

9 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად სავალუტო რეზერვებიდან 39 570 00 დოლარი გაყიდა. მას შემდეგ, ლარი დოლართან 35 თეთრით, ხოლო ევროსთან - 45 თეთრით გამყარდა. იქამდე, ორი კვირის მანძილზე ეროვნული ვალუტა ჯამში 40 თეთრით გაუფასურდა.

იანვარ-თებერვლის რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, რასაც თიბისი კაპიტალი ზომიერად ოპტიმისტურს უწოდებდა და სამომავლოდ მის გაუფასურებას უფრო მეტად პროგნოზირებდა, ვიდრე კიდევ უფრო მეტად გამყარებას.

კომენტარები