ნიკა გვარამიას საქმე

კობახიძე: საელჩოების განცხადებებმაც გვარამიას 2017-ში საშუალება მისცა განეგრძო R2-ის ძარცვა

ფაქტი არის ერთი, რომ 2017 წელს იმ კამპანიაში ჩართულები იყვნენ უცხოელი ლობისტებიც და არა მარტო, სამწუხაროდ, ამის მიღმაც იყო ჩართულობა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მათ შორის, ამ განცხადებებმაც, იგივე საელჩოების განცხადებებმაც საშუალება მისცა 2017 წელს გვარამიას, 2017-2019 წლებში დამატებით განეგრძო რუსთავი 2-ის ძარცვა. დღესაც, სამწუხაროდ, ვხედავთ იგივეს. ეს არის ძალიან მძიმე და სამწუხარო მოვლენა. რა თქმა უნდა არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ნაცმოძრაობა ამხელა მასშტაბის კოორდინაციას ახორციელებს, ბუნებრივია ამას ჩვენ არ ვიტყვით და ვერ ვიტყვით, მაგრამ, არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, რასაც სჭირდება ფაქტის კონსტანტაცია, შეფასებაში ჩვენ ბუნებრივია ვერ შევალთ. ყველას მოვუწოდებთ, არ გაიმეორონ იგივე, რაც გააკეთეს 2017 წელს, როდესაც გვარამიას მისცეს დამატებით რამდენიმე მილიონით რუსთავი 2-ის გაძარცვის საშუალება და პრაქტიკულად გაუადვილეს მას იმ დანაშაულის ჩადება, რომელიც მიმართული იყო მედიასაშუალების და ტელეკომპანიის წინააღმდეგ.

თქვა ქართული ოცნების თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მთავარი არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან. 

კომენტარები