რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბოლო 24 საათში დონეცკსა და ლუგანსკში დაბომბვას 20 მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია

უკრაინის გაერთიანებული ძალების ინფორმაციით, ბოლო 24 საათში დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში ოკუპანტები მიერ დაბომბვის შედეგად 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - მათ შორის ერთი ბავშია. 

მათივე ინფორმაციით, დამპყრობლებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 25 დასახლებული პუნქტი დაბომბეს, გაანადგურეს და დააზიანეს 42 საცხოვრებელი კორპუსი, ასევე ექვსი საწარმო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთელი თავდაცვის ზონის გასწვრივ მტერი იყენებს საბრძოლო თვითმფრინავებს, მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს, მსხვილიკალიბრის ქვემეხს, ტანკებს, სხვადასხვა სისტემის ნაღმმტყორცნებს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები