ნიკა გვარამიას საქმე

ბოკერია: სანამ ოცნება შეტევაზეა, შეწყალების იმედი არის პრაგმატულად და მორალურად არასწორი

ერთის მხრივ ნებისყოფა უნდა მოვიკრიბოთ და მეორე მხრივ, უნდა ვიყოთ მკაფიოები. ახლა ისევ გაისმა საუბარი, რომ "ეს რეჟიმი ახლა ისეთ ზღვარზე შევიდა, რომ უნდა გავრიყოთ". თქვენ იცით ჩვენი პოზიცია. ეს არის არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელი პირობა -  ამა თუ იმ ფორმით, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ჩვენს პარტნიორებთან ბუნდოვანობის მოსპობა. თქმა, რომ ეს არის რეჟიმი, რომელთანაც არანარი სახის საქმიანი კომუნიკაცია არ შეიძლება ამ ეტაპზე. ხვალ და ზეგ თუ გადატყდება ვითარება, როცა დასუსტდებიან, მერე შეიძლება პრაგმატულად ილაპარაკო იმაზე, როგორ გამოხვიდე მდგომარეობიდან, მაგრამ სანამ შეტევაზე არიან და ბოლო წელიწანახევარია, არიან შეტევაზე, მუდმივი ძალის დემონსტრირებაზე, მანამდე ყველა მცდელობა ამ ცივ-ცხელი შხაპის, თხოვნა, რომ იქნებ ახლა ესენი გამოუშვან, იმედები, რომ შეიწყალებენ გვარამიას, არის პრაგმატულად და მორალურად არასწორი. მე კი არ გამოვრიცხავ, შეიძლება, რაღაც მოხდეს და გამოუშვან, ოღონდ ამაზე დაყრდნობა არის ისევ წახალისება მძევლებით ვაჭრობის. 

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია გადაცემაში რეაქცია.

კომენტარები