საფრანგეთი

მაკრონმა პრემიერმინისტრობის კანდიდატად შრომის მინისტრი ელიზაბეთ ბორნი დაასახელა

REUTERS/Sarah Meyssonnier/Pool

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერმინისტრობის კანდიდატად შრომისა და დასაქმების მინისტრი, ელიზაბეთ ბორნი დაასახელა. მანამდე, პრემიერმინისტრი ჟან კასტექსი თანამდებობიდან გადადგა, რითიც გზა გაუხსნა მაკრონს, რომ აპრილის არჩევნების შემდეგ მინისტრთა კაბინეტი თავიდან დააკომპლექტოს.

ბორნი ედიკ კრესონის შემდეგ პირველი ქალი პრემიერმინისტრი იქნება. კრესონი 1990-იანი წლების დასაწყისში ფრანსუა მიტერანის პრეზიდენტობისას თანამდებობას მცირე ხნით იკავებდა.

"დროა, რომ ეს თანამდებობა სხვა ქალს დაეკავებინა და მე ვიცი, რომ ქალბატონი ბორნი შესანიშნავი ადამიანია, დიდი გამოცდილებით. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი არჩევანია". - თქვა ედის კრესონმა.

ექსპერტთა ნაწილი ბორნს რბილი ხასიათის ბიუროკრატად მიიჩნევს, რომელიც მაკრონის მთავრობაში შესვლამდე სოციალისტური პარტიის მინისტრებთან თანამშრომლობდა. ასევე, ის მცირე ხნით გარემოს დაცვის მინისტრი იყო. მან გაატრა bicycle-friendly (მოსახერხებელი გარემო ველოსიპედისთვის) პოლიტიკა. უმუშევრობამ უკანასკნელ 15 წელიწადში ყველაზე დაბალ დონეს მისი შრომის მინისტრობისას მიაღწია.

"ქალბატონი ბორნი მინიმალური ხელფასის გაზრდასა და საპენსიო ასაკის 65 წლამდე შემცირებას ეწინააღმდეგება. აი, სოციალური არასათანადო მოპყრობის ახალი სეზონი იწყება". - თქვა პრეზიდენტობის ულტრამემარცხენე კანდიდატმა, ჟან-ლუკ მელენშონმა. 

მაკრონის პირველი ვადისას ბორნი მოლაპარაკებებში ფოლადურ სიმტკიცეს იჩენდა: 2017 წელს, როგორც ტრანსპორტის მინისტრი, გაუმკლავდა ერთკვირიან გაფიცვებსა და დემონსტრაციებს - რკინიგზის მუშაკები საპენსიო სისტემასა და შეღავათების პროგრამას მოითხოვდნენ.

პრემიერმინისტრის კანდიდატურის დასამტკიცებლად მაკრონს საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობის მოპოვება სჭირდება. საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები ივნისშია ჩანიშნული. 

    კომენტარები