რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ზელენსკი: რუსეთი ოფიციალურად უნდა აღიარონ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ

მიჩ მაკკონელი და ვოლოდიმირ ზელენსკი
President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის კიევში ვიზიტისას თქვა, რომ მსოფლიოს ქვეყნებმა რუსეთი ოფიციალურად უნდა აღიარონ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ.

"მოუთმენლად ველი შეერთებული შტატების მხარდაჭერას შემდგომი სანქციებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთი ოფიციალურად უნდა აღიარონ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ". – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის დედაქალაქ კიევში ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დელეგაცია ჩავიდა. დელეგაციას სენატის უმცირესობის ლიდერი, მიჩ მაკკონელი ხელმძღვანელობს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დელეგაციის დახვედრის შემდეგ დაწერა, რომ ვიზიტი აშშ-ს კონგრესისა და ამერიკელი ხალხის ორპარტიული მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები