რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ბრიტანეთი პუტინის ოჯახსა და გარემოცვას სანქციებს უწესებს – მათ შორის, ალინა კაბაევას

ვლადიმირ პუტინი და ალინა კაბაევა

დიდი ბრიტანეთი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ოჯახისა და მისი გარემოცვის წევრების წინააღმდეგ სანქციებს აწესებს - სანქცირებულთა შორის მოხვდა პუტინის მეგობარ გოგოდ მიჩნეული ალინა კაბაევაც. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.  

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა პუტინის ოჯახის 7 წევრსა და მის წრეში მყოფ 5 ადამიანს - მათ შორის არიან პუტინის ყოფილი ცოლი, ლუდმილა ოჩერეტნაია, მეგობარი გოგო, ალინა კაბაევა და მისი ბებია, ანა ზაცეპლინაც. ზაცეპლინა ასევე ასოცირდება რუს მილიარდერ გენადი ტიმჩენკოსთან, რომელსაც პუტინთან ახლო კავშირი აქვს. ასევე, სანქციები დაუწესეს პუტინის ნათესავს, ბიზნესმენ იგორ პუტინს, მის შვილს, რომან პუტინს, ასევე, ბიზნესმენ მიხაილ პუტინს. სანქცირებულია პუტინის კიდევ ერთი ნათესავი, მიხაილ შელომოვიც. 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას. 

მედიის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი პირადად დიდ ქონებას არ ფლობს, სანქცირებულთა შორის არიან ადამიანები, რომლების რუსეთის პრეზიდენტს მდიდრული ცხოვრების სტილის შექმნაში ეხმარებიან.    

პუტინის მეგობარ გოგოდ მიჩნეული ალინა კაბაევა ასევე მოხვდა ევროკავშირის სანქცირებულთა სიაში.

კომენტარები