რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინის მეგობარ გოგოდ მიჩნეული ალინა კაბაევა ევროკავშირის სანქცირებულთა სიაშია - CNN

ვლადიმირ პუტინი და ალინა კაბაევა

CNN ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ალინა კაბაევა, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მეგობარ გოგოდ არის მიჩნეული, ევროკავშირის მე-6 პაკეტის სანქცირებულთა სიაშია. 

ერთ-ერთი ანონიმური წყარო ევროკომისიიდან CNN-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ამ ეტაპზე, სანქცირებულთა სიაში მოხვედრილი პირების სახელები საბოლოო არ არის და სია შეიძლება შეიცვალოს.

კაბაევასა და პუტინს შორის რომანტიკულ ურთიერთობასთან დაკავშირებული ცნობები პირველად დაახლოებით 10 წლის წინ გავრცელდა, როდესაც ის მედალოსანი ტანმოვარჯიშე იყო. ვლადიმირ პუტინი მასთან ურთიერთობას უარყოფს. 

აპრილში Wall Street Journal-ი წერდა, რომ აშშ-ს ოფიციალური პირები კაბაევასთვის სანქციების დაწესებაზე დიდხანს მსჯელობდნენ, ვინაიდან ამ ნაბიჯმა შესაძლოა სიტუაცია გაამწვავოს, პუტინისთვის კი, უკიდურესად პირადი დარტყმა აღმოჩნდეს. 

ასევე, CNN-ი ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი მე-6 პაკეტის სანქცირებულთა სიაშია.

კომენტარები