რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აზოვსტალში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, აზოვსტალის ქარხნის თავშესაფარში ქართველი სამხედრო, ტატო ბიგვავა გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, მებრძოლი აზოვსტალის ქარხნის მიმდებარედ ჩამოგდებულ კასეტურ ბომბს ემსხვერპლა. 

როგორც ქართველი მებრძოლის მამა მთავარ არხთან საუბრისას ამბობს, მასთან ბოლო კომუნიკაცია 8 მაისს ჰქონდა, - "რაღაც დავალებიდან დაბრუნებულები იყვნენ და ისვენებდნენ [აზოვსტალის თავშესაფარში], ჩამოყარეს 3-ტონიანი ბომბები ე.წ ბუნკერსაწინააღმდეგო, იქ მოყვა ჩემი შვილი, იქ დაიღუპა". - ამბობს გარდაცვლილი ტატო ბიგვავას მამა მთავარ არხთან საუბრისას.

ტაბულა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შესაბამის უწყებებთან ცდილობს დაკავშირებას.

კომენტარები