რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კლიჩკო: რუსეთის მთავარი სამიზნე კვლავ კიევია, თავდასხმა ნებისმიერ წამს შეიძლება მოხდეს

Metin Aktas/Anadolu Agency/Getty Images

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის მთავარი სამიზნე კვლავ უკრაინის დედაქალაქია. მისი თქმით, რუსეთის თავდასხმები შეიძლება მოხდეს "ნებისმიერ წამში".

კლიჩკომ მიმართა კიევში დაბრუნებულ მოსახლეობას და მათ სიფრთხილისკენ მოუწოდა.

"როგორც კიევის მერი, ყველას ვეუბნები, ბოდიში, ეს თქვენი პირადი რისკია, მაგრამ ჩვენ ვერ მოგცემთ გარანტიას... სანამ ომია ჩვენ ვერ მოგცემთ გარანტიას ვერცერთ უკაინელს". - ამბობს მერი. 

კლიჩკომ ასევე აღნიშნა, რომ დასავლელი პარტნიორების გარეშე უკრაინა ვერ გადარჩება. 


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები