ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 11 მაისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.6 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.43 თეთრით. 11 მაისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.0261 ლარია, ერთი ევროსი კი - 3.1934 ლარი.

9 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად სავალუტო რეზერვებიდან 39 570 00 დოლარი გაყიდა. მას შემდეგ, ლარი დოლართან 36 თეთრით, ხოლო ევროსთან - 47 თეთრით გამყარდა. იქამდე, ორი კვირის მანძილზე ეროვნული ვალუტა ჯამში 40 თეთრით გაუფასურდა.

იანვარ-თებერვლის რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, რასაც თიბისი კაპიტალი ზომიერად ოპტიმისტურს უწოდებდა და სამომავლოდ მის გაუფასურებას უფრო მეტად პროგნოზირებდა, ვიდრე კიდევ უფრო მეტად გამყარებას.

კომენტარები