პაპი ფრანცისკე

პაპი ფრანცისკე აზოვის მებრძოლების ცოლებს შეხვდა

Befunky

პაპი ფრანცისკე უკრაინული ბატალიონის, აზოვის მებრძოლების ცოლებს შეხვდა.

დენის პროკოპენკოსა და არსენი ფედოსიუკის ცოლები, უკრაინის ელჩთან ერთად პაპს წმინდა პეტრეს მოედანზე შეხვდნენ. 

იტალიური გამოცემა Corriere della Sera-ს ცნობით, ქალები პონტიფიკისთვის ორი წერილისა და ფოტოების მიწოდებას აპირებდნენ. ერთ-ერთი წერილი უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს, სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს, ონოფრეს ეკუთვნის, მასში მღვდელთმსახური აზოვსტალში ბლოკირებული მებრძოლების გათავისუფლებას ითხოვს. 

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია 1 მაისს გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობით დაიწყო.

კომენტარები