რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირი სანქციების მე-6 პაკეტიდან რუსული ნავთობის ემბარგოს პუნქტის ამოღებას გეგმავს

Frederick Florin / AFP

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტში ცვლილებებს, კერძოდ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების პუნქტის ამოღებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

Financial Times-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა გამოვიდა. მათ შორის, მალტა, საბერძნეთი და უნგრეთი. 

ევროკავშირის მიზანი ვლადიმირ პუტინის რეჟიმზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდაა, თუმცა რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება რამდენიმე ევროპული ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმედ აისახება. მნიშნელოვანია ისიც, რომ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების პროცენტული მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნებში განსხვავებულია, რაც კონსესუსის პროცესს შეუძლებელს ხდის. 

24 თებერვალს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას განვითარებულმა სამყარომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.

სანქციებს შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ძირითადი რუსული კომერციული ბანკების საერთაშორისო აქტივების გაყინვა. ასევე, რუსი შუამავლების უმეტესობა გარიცხულია SWIFT-ის სისტემიდან, რომელიც წევრ ბანკებს შორის ტრანზაქციების გასაადვილებლად გამოიყენება. პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, აშშ-მ აკრძალა რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვა, ხოლო ევროკავშირი წლის ბოლომდე იმპორტის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესმა რუსეთს ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა, რათა რუსულ იმპორტზე დისკრიმინაციული ტარიფები დაწესდეს.

კომენტარები