ლარის კურსი

ლარი დოლართან გაუფასურდა და ევროსთან გამყარდა – 10 მაისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.03 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 1.33 თეთრით გამყარდა. 10 მაისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.0321 ლარია, ერთი ევროსი კი - 3.1977 ლარი.

9 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად სავალუტო რეზერვებიდან 39 570 00 დოლარი გაყიდა. მას შემდეგ, ლარი დოლართან 35 თეთრით, ხოლო ევროსთან - 45 თეთრით გამყარდა. იქამდე, ორი კვირის მანძილზე ეროვნული ვალუტა ჯამში 40 თეთრით გაუფასურდა.

იანვარ-თებერვლის რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, რასაც თიბისი კაპიტალი ზომიერად ოპტიმისტურს უწოდებდა და სამომავლოდ მის გაუფასურებას უფრო მეტად პროგნოზირებდა, ვიდრე კიდევ უფრო მეტად გამყარებას.

კომენტარები