კორონავირუსი საქართველოში

ბოლო 1 კვირაში Covid-19-ით საქართველოში 8 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 745 შემთხვევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა. 2-8 მაისის პერიოდში ქვეყანაში ჩატარდა 112 564 ტესტი და დადასტურდა 745 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 984 ადამიანი.

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 0.66%.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში დადასტურდა ინფიცირების 1 655 966 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 638 372 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 821.


ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, "ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლის გამო", კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები - ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, ყოველკვირეულად ჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს ქვეყნდება. 

კომენტარები