კინოგაქირავება

დოქტორ სტრეინჯის მეორე ნაწილი ამერიკული კინოგაქირავების ლიდერია

Cavea

ამერიკის კინოგაქირავებას Marvel-ის კინოსამყაროს ახალი ფილმი დოქტორი სტრეინჯი: სიგიჟის მულტივერსში ლიდერობს.

ახალმა ბლოკბასტერმა გამხსნელ უიქენდზე 450 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, აქედან 185 მილიონი აშშ-ში, ხოლო 265 მილიონი მსოფლიოში.

სპაიდერ მენი 3-ის შემდეგ დოქტორი სტრეინჯი პოსტ-პანდემიური პერიოდის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სურათი გახდა. ადამიანმა-ობობამ გამხსნელ უიქენდზე 260 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

მარველის ბოლო ნამუშევრმა ასევე ორიგინალ დოქტორ სტრეინჯსაც აჯობა. პირველმა ნაწილმა, რომელიც 2016 წელს გამოვიდა, პირველ კვირას 325 მილიონი დოლარი მიიღო, სულ კი 677 მილიონი დოლარის ოდენობის მოგებით დაასრულა კინოგაქირავება. სპეციალისტების აზრით მეორე ნაწილის ორიგინალ ფილმს გადაასწრებს.

მეორე დოქტორი სტრეინჯის მოქმედება მულტივერსში ხდება, რომელიც სუპერგმირმა ადამიანი-ობობას დახმარებისას შეცდომით გახსნა. შურისმაძიებლის როლს კვლავ ბენედიქტ კამბერბეტში ასრულებს, მას კიდევ ერთი ცნობილი სუპერგმირი, სკარლეტ უიტჩი ეხმარება.

დოქტორი სტრეინჯი: სიგიჟის მულტივერსშის ხილვა ქართველ მაყურებელს უკვე შეუძლია. ბლოკბასტერის პრეიერა საქართველოს კინოთეატრებში 5 მაისს შედგა.

კომენტარები