კინოგაქირავება

ახალი კივილი ამერიკის კინოგაქირავების ლიდერია

The National

კივილის მეხუთე ნაწილი ამერიკული კინოგაქირავების ლიდერია. სასტარტო უიქენდზე ჰორორმა 30.6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

1996 წლიდან დღემდე, ფრენჩაიზის ისტორიაში, კივილი 5-ს ყველაზე მაღალშემოსავლიანი პირველი უიქენდი აქვს.

მეორე ადგილს იკავებს მარველის ბოლო ბლოკბასტერი ადამიანი-ობობა: სახლისკენ გზა არ არის. თითქმის ერთთვიანი ლიდერობის შემდეგ ფილმმა დამატებით 26 მილიონი შეაგროვა. ამ დროისთვის სპაიდერმენს მსოფლიო კინოგაქირავებაში 1.53 მილიარდი გამოიმუშავა.

მეხუთე კივილის სიუჟეტის მიხედვით საზარელი მკვლელობებიდან 25 წლის თავზე, პატარა ქალაქ ვუდსბოროში მოჩვენების ნიღბიანი მკვლელი კვლავ გამოჩნდა. ამჯერად უცნობი სტუდენტების ჯგუფს ესხმის თავს. ახალ პერსონაჟებთან ერთად ძველ როლებს დაუბრუნდნენ ნივ კემპბელი, კორტნი კოქსი და დევიდ არკეტი.

ახალი კივილისა და ადამიანი-ობობას ნახვა საქართველოს კინოთეატრებშია შესაძლებელი.

კომენტარები