კინოგაქირავება

SUPER MARIO BROS-მა კინოგაქირავებაში მილიარდი დოლარი გამოიმუშავა

BN

Super Mario Bros მიმდინარე წლის პირველი ანიმაცია გახდა, რომელმაც კინოგაქირავებაში მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. ამისთვის Universal-ისა და Nintendo-ს ერთობლივ პროექტს მხოლოდ 26 დღე დასჭირდა.

ფილმის სრულმა შემოსავალმა $1.022 მილიარდი შეადგინა. აქედან, $490 მილიონი ჩრდილოეთ ამერიკის, ხოლო $523 მილიონი საერთაშორისო კინოგაქირავებამ გამოიმუშავა.

სუპერ მარიო ისტორიაში მე-11 ანიმაცია გახდა, რომელმაც მილიარდიან ზღვარს გადააბიჯა. 

პოპულარული კომპიუტერული თამაშის ეკრანიზაციაში მთავარ პერსონაჟებს კრის პრატი, ჩარლი დეი, ჯეკ ბლეკი და ანია ტეილორ-ჯოი ახმოვანებენ.

Super Mario Bros-ის დიდ ეკრანზე ნახვა თბილისის კინოთეატრებშია შესაძლებელი.

კომენტარები