რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩერნიგოვის სიმბოლოდ ქცეული ძაღლი, პატრონი მედლით დააჯილდოვა

Reuters

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში პოპულარული გამნაღმველი ძაღლი, სახელად პატრონი და მისი მფლობელი, მიხაილო ილიევი მედლებით დააჯილდოვა.

ჩერნიგოვის სიმბოლოდ ქცეულმა ჯეკ რასელ ტერიერმა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრიდან დღემდე 200-ზე მეტი დეტონატორი იპოვა. ზელენსკიმ პატრონი კანადის პრემიერთან, ჯასტინ ტრუდოსთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს დააჯილდოვა.

"დღეს, მსურს დავაჯილდოვო უკრაინელი გმირები, რომლებიც ჩვენ მიწას დეტონატორებისგან წმენდენ. ასევე, ჩვენს გმირებთან ერთად, საოცარი პატარა გამნაღმველიც – პატრონი, რომელიც არამხოლოდ ასაფეთქებელი ნივთიერებების განეიტრალებაში გვეხმარება, არამედ ჩვენს შვილებს დანაღმულ ადგილებში უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობას ასწავლის". - თქვა ზელენსკიმ.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები