რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბარნსი: ბირთვული ომის რისკების შეფასებისას მსოფლიომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს

CIA-ის დირექტორი, უილიამ ბერნსი

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, CIA-ის დირექტორის, უილიამ ბარნსის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ომის მეორე ეტაპზე ბევრი რამ დადო სასწორზე. ბარნსი თვლის, რომ ამ მიზეზით, ბირთვული ომის რისკების შეფასებისას მსოფლიომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

"სწორედ მისი [პუტინის] აზროვნება აქცევს ომის მეორე ფაზას სულ მცირე ისეთივე, ან უფრო მეტად სარისკოს - ვიდრე პირველ ფაზას.

ის ჩაკეტილია გონების ჩარჩოში, რომელსაც არ სჯერა, რომ წაგება შეუძლია. ვფიქრობ, ახლა ის დარწმუნებულია, რომ შეიარაღებული ძალების გაორმაგება მაინც მისცემს პროგრესის მიღწევის საშუალებას. 

ჩვენ მოვუსმინეთ რუსეთის ხელისუფლებას - არ შეგვიძლია, რომ მსუბუქად მივიღოთ ეს ყველაფერი, განსაკუთრებით იმ მომენტში, როდესაც ფსონები ძალიან მაღალია პუტინის რუსეთისთვის და ეს [ბირთვული ომის] რისკები, კონფლიქტის მეორე ეტაპზე სერიოზულია". - თქვა ბარნსმა.

ბარნსი ასევე ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა გავლენა ჩინეთის გათვლებზეც იქონია. ბარნსის აზრით, ჩინეთი ცდილობს ყურადღებით დააკვირდეს ომს, რათა უკრაინაში განვითარებული მოვლენები ტაივანში საკუთარ ამბიციებს მოარგოს.

"მე არ ვფიქრობ, რომ ამან ერთი წუთითაც კი შეცვალა ქსის აზრები ტაივანზე კონტროლის დამყარებასთან დაკავშირებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ომი არის ის, რამაც [ჩინეთის] კალკულაციები შეცვალა იმაზე, თუ როგორ და როდის ეცდებიან [ტაივანთან მიმართებით] ნაბიჯების გადადგმას". - დასძენს ბარნსი.

კომენტარები