რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WSJ: ჩინური ტექნოლოგიური გიგანტები რუსეთის ბაზარს ჩუმად ტოვებენ

SCMP

ჩინეთის მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები დასავლეთის მხრიდან სანქციების თავიდან აცილების მიზნით, რუსეთში საქმიანობას ჩუმად წყვეტენ. ინფორმაციას The wall street journal-ი ავრცელებს.

აღნიშნულ კომპანიებს შორისაა PC გიგანტი Lenovo Group Ltd. და სმარტფონებისა და გაჯეტების მწარმოებელი Xiaomi Corp. დასავლური ფირმებისგან განსხვავებით, კომპანიები საჯარო განცხადებების გაკეთებას თავს არიდებენ.

მარტში, თებერვალთან შედარებით, ჩინეთიდან რუსეთში პროდუქტების ექსპორტი მკვეთრად დაეცა. კერძოდ, ნოუთბუქების ექსპორტი 40%-ით, სმარტფონების კი 66%-ით შემცირდა. ჩინეთიდან რუსეთში ჯამური ექსპორტის მაჩვენებელი 27%-ით დაეცა. ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ შანხაიში მასშტაბური ლოკდაუნის ფონზე ჩინეთის ექსპორტი სხვა ქვეყნებშიც შემცირდა. 

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები