მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ღუდუშაური: სააკაშვილი თავიდან კუნთებზე იყურებოდა, ახლა ტირილის და გოდების გზას მიმართავს

გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ სააკაშვილი ჩამოსვლას ნანობს. როგორც ჩანს, მას არ ჰქონდა გათვიცნობიერებული, რომ საქართველოში ქართველი ხალხი არ ელოდებოდა, ელოდებოდა მართლმსაჯულება. მას მოუწევს ბევრი წლის ციხეში გატარება.

... ქვეყანაში როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოიპარა. განცხადებებს ძალიან მხდალი ადამიანის გადმოსახედიდან აკეთებს, არადა, შემოიპარა, არაჟნებს ამოეფარა, შემდეგ კუნთებზე იყურებოდა, ახლა დაგასრულებთო და ა.შ. ეს რომ ვერ შეძლო, იმ გზას მიმართა, რომ ტირილის და გოდების ფორმით ცდილობს, ემპათიური გრძნობების გამოწვევას ქვეყანაში. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა.

კომენტარები