მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

თალაკვაძე: სააკაშვილი განულებულია, მისი თანაგუნდელები უფრო ძლიერი ლიდერები აღმოჩნდნენ

სააკაშვილი და მისი დღევანდელი გუნდი არამხოლოდ საზოგადოებას დასცინიან, არამხოლოდ სხვა პატიმრებს და მათ ოჯახებს დასცინიან, იმ თავის თანაგუნდელებსაც დასცინიან, ვინც სააკაშვილზე ღირსეულად მოიხადეს სასჯელი. აი, ამის თქმა რომ გვიწევს, თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა კონტრასტი შექმნა. სააკაშვილი, როგორც ლიდერი, პრაქტიკულად ამ ექვსთვიან პატიმრობაში განულებულია.

შეიძლება ითქვას, რომ სხვა მისი თანაგუნდელები ბევრად უფრო ძლიერი ლიდერები აღმოჩნდნენ, თუ ამას ლიდერობა ჰქვია, რასაც ისინი აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბევრად უფრო ძლიერი ლიდერები აღმოჩნდნენ, ვიდრე სააკაშვილი, იმიტომ, რომ იმ ადამიანებმა წლები მოიხადეს პენიტენციურ სისტემაში, მათაც ჰქონდათ ადაპტაციის პრობლემები, მათაც ჰქონდათ სამედიცინო პრობლემები, მეც რომ იქ ვმუშაობდი, მახსოვს, რომ არაერთ მაღალჩინოსანს ჰქონდა სამედიცინო პრობლემები და ჩვენ სრული სამედიცინო მომსახურება მივაწოდეთ მათ მიუხედავად იმისა, რომ ისინი იყვნენ ჩვენი ყველაზე რადიკალური ოპონენტები.

ჩვენ მათ როგორც ოპონენტებს არ აღვიქვამდით, აღვიქვამდით როგორც პატიმრებს, როგორც პაციენტებს და მათ უფლებებს ვცემდით პატივს. იგივეა სააკაშვილთან მიმართებითაც.

პარლამენტის ვიცესპიკერი, ქართული ოცნების დეპუტატი არჩილ თალაკვაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები