უკრაინა-საქართველო

ღარიბაშვილი: ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად

ვგმობთ რუსეთის მასშტაბურ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რაც არის ნათელი და უხეში დარღვევაა საერთაშორისო სამართლის [...] მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული კრიზისი შეიქმნა, რაც საჭიროებს საერთაშორისო თანამეგობრობის მყისიერ დახმარებას და ქმედებას. ჩვენ სრულიად სოლიდარულები ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ, ჩვენ მობილიზაციას მოვახდენთ ჩვენი რესურსებისა, იმისთვის, რომ დავეხმაროთ უკრაინას. ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად. ჩვენ უკვე $7 მილიონი გავეცით 28 000 უკრაინელი მოქალაქის დასახმარებლად, რომელიც საქართველოში ცხოვრობენ...  ჩვენი მთავრობა ეხმარება დაბინავებაში, სამედიცინო სერვისების, სკოლებისა და ბაღების წვდომის საკითხებში უკრაინელ მოქალაქეებს და გავაგრძელებთ ჩვენი მოძმე ერის დახმარებას დამატებით $7 მილიონი დოლარით. საქართველო 190 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე ჰუმანიტარული დახმარების კუთხით...

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთში საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები