სამწუხაროდ, ბუნებრივია, ეს რთული გასამიჯნია. ისიც რთული გასამიჯნია, რომ სააკაშვილი არის რეფორმების საბჭოს მოქმედი ხელმძღვანელი. იგივე, ადეიშვილი რომ არის გენერალური პროკურორის მრჩეველი ან ლორთქიფანიძე რომ დაწინაურდა კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ. სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკრაინის ხელისუფლებას უკავშირდება და მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ხელისუფლებები მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ იმ საუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის არის ჩამოყალიბებული. სამწუხაროდ, მეორე მხარეს ვერ ვხედავთ პასუხისმგებლობის სათანადო ხარისხს. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის უპირობო მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურს, ასევე ჰუმანიტარულს.
უკრაინა-საქართველო
კობახიძე: უკრაინის ხელისუფლება მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს მეგობრულ ურთიერთობებს
tbl.ge/5zoe
დაკოპირდა

ასე უპასუხა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ აღიქვამს ის უკრაინის მთავრობის წევრებისა და მათთან დაახლოებული პირების ცალკეულ კრიტიკულ განცხადებებს საქართველოს მთავრობაზე, როგორც მათ პიროვნულ მოსაზრებად, თუ უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციად.
ამავე თემაზე
- ზელენსკი: უნდა ვიპოვოთ გზები ქართველი ხალხის მხარდასაჭერად - ეს საერთო ევროპული ამოცანაა
- ვცდილობთ ურთიერთობების ნორმალიზებას და თანამშრომლობას - ზელენსკი საქართველოზე
- სიბიჰა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე: ვაგრძელებთ უკრაინულ-ქართული დიალოგის განვითარებას
- სიბიჰა ბოჭორიშვილთან საუბარზე: ურთიერთობების ნორმალიზაციის ორმხრივ ინტერესზე შევთანხმდით
- ოცნებამ უკრაინის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა 1 წლამდე შეამცირა




