2022 წელს გარდაცვლილები

დამოუკიდებელი ბელარუსის პირველი ლიდერი სტანისლავ შუშკევიჩი გარდაიცვალა

Euroradio

მინსკში 87 წლის ასაკში დამოუკიდებელი ბელარუსის პირველი ლიდერი სტანისლავ შუშკევიჩი გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ცოლი ირინა შუშკევიჩი ავრცელებს.

აპრილში შუშკევიჩი კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით რეანიმაციაში მოხვდა. პოლიტიკოსი საავადმყოფოდან ორ დღეში გამოწერეს, თუმცა მისი ჯანმრთელობა შეირყა.

შუშკევიჩი 1991-1994 წელს ბელარუსის უმაღლეს საბჭოს მეთაურობდა. 1991 წელს მან საბჭოთა კავშირის დაშლის დოკუმენტს, ბელოვეჟის შეთანხმებას მოაწერა ხელი.

1994 წელს შუშკევიჩმა კენჭი იყარა ბელარუსის პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა 9.91%-ით მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა. არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა.

კომენტარები