რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საფრანგეთი უკრაინას სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების გაძლიერებას დაჰპირდა

CFP

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი გააძლიერებს უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას. მაკრონმა განცხადება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა.

მაკრონმა კვლავ გამოხატა "ძლიერი შეშფოთება" რუსეთის მიერ უკრაინული ქალაქების დაბომბვისა და მარიუპოლში შექმნილი "აუტანელი მდგომარეობის" გამო.

საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინის დახმარებაში შედის "615 ტონაზე მეტი აღჭურვილობა, მათ შორის სამედიცინო დანადგარები, გენერატორები, სურსათი, დამცავი და სასწრაფო დახმარების მანქანები".

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები