ბორჯომი

ვოლსკი ბორჯომის წარმოების შეჩერებაზე: შეიძლება საირმე ან ნაბეღლავი დავლიოთ

დღეს ასეთი რეალობა შეიქმნა, რომელსაც სამწუხაროდ, გვერდს ვერ ავუვლით, თორემ არსებობს გარკვეული ინტერესები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, რომ რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი პროდუქტი აწარმოო და რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში გაიტანო. რასაკვირველია, ძალიან დასანანი იქნება, თუ ქართულმა ბრენდმა, ბორჯომმა საქმიანობა შეწყვიტა. ამ შემთხვევაში, შეიძლება საირმე ან ნაბეღლავი დავლიოთ.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ. მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანია IDS ბორჯომი ორივე ქარხანაში წარმოებას დროებით აჩერებს. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ ძირითად სარეალიზაციო ბაზარზე შექმნილი რთული ვითარებაა, რასაც ემატება საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა.

კომენტარები