მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

სარჯველაძე სააკაშვილზე: ცილის მიღება რატომ არის შეუძლებელი საქართველოში?

ვინც დღეს ულტიმატუმით საუბრობს, უფრო მეტად რომ აწუხებდეთ ამ ადამიანის ჯანმრთელობა და არა მისი თავისუფლებაზე ყოფნა, ამ შემთხვევაში ალბათ პირველი მოწოდება იქნებოდა, რომ მაგალითად, ცილის მიღება აღადგინოს ადამიანმა პირველ რიგში, რადგან ის რომ ცილას არ იღებს, აქედან გამომდინარე განვითარდა ის დიაგნოზები, რაც მას დაუსვეს.

ცილის მიღება რატომ არის შეუძლებელი საქართველოში და რატომ არის აუცილებელი აუცილებლად მისი უცხოეთში გადაყვანა - აქვს ვინმეს ამაზე პასუხი?

არ მგონია ასეთი ტიპის საკითხებზე აქციების მოწყობას დიდი რესურსი ჰქონდეს ბევრი მიზეზის გამო და მათ შორის მთავარი მიზეზი რაც არის - ნებისმიერ პროტესტს უნდა შევხედოთ, გავაანალიზოთ, რამდენად საფუძვლიანია მოთხოვნა, რა მიზნითაც შესაძლოა ორგანიზებული იყოს აქცია.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნაზე.

კომენტარები