რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხაინდრავა: ბაქი-ბუქი გვესმის, უკრაინა გაიმარჯვებსო, რას გაიმარჯვებენ?

ახლა [ნაციონალურ მოძრაობას] კბილები აღარ აქვს. ახლა მათი ერთადერთი დასაყრდნობი, ისინი ნაწილი არიან ერთი გეგმის, არის ულტრაუარყოფითად, ჩემთვის მტრულ განწყობაში მყოფი უკრაინის ხელისუფლება.

ისინიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. კი, ეს ბაქი-ბუქი და ეს გაუთავებელი სიცრუე კი გვესმის, შეჭამა ფეიქმა მსოფლიო, რა. მე "ვაბშე" მგონია, რომ პრესა დაიკარგა... ძირითადად სულ სიცრუეზე და ტყუილზეა აგებული... განსაკუთრებით ამ უმეცრებს, ქართველ გენერლებს ვუსმენ, რაღაც შტაბის ყოფილ უფროსებს, რომ უკრაინა გაიმარჯვებსო.

რომ გაიაზროთ, რა დღეშია ის ქვეყანა, აი, დღეს უკვე, აგერ ნატოს გენერალური მდივანი იძახის, რომ ეს ომი შეიძლება წლები გაგრძელდეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მთელ მსოფლიოს რუსების დამარცხება ძნელად წარმოუდგენელია. მაშ, რა არის უკრაინის გამარჯვება? რომელზეც სულ საუბარი მიდის, აი, გაიმარჯვებენ. რას გაიმარჯვებენ? რას ნიშნავს ეს გამარჯვება? დანგრეულია ქვეყანა, 8 მილიონამდე ლტოლვილი, 26 მილიონი შიდა გადაადგილებული... ეს გამარჯვება შეიძლება იყოს ბოკერიასთვის, ნაციონალური მოძრაობისთვის, სააკაშვილისთვის, იმ ნაწილისთვის, ვინც 12 აგვისტოს აქაც გამარჯვება იზეიმა.

სამთავრობო სპიკერი, რეჟისორი გოგა ხაინდრავა TV იმედის ეთერში.

კომენტარები