კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 148 შემთხვევა, დღიური დადებითობა 0.6%-ია

COVID-19-ით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. 29 აპრილს ჩატარდა 24 593 ტესტი და დადასტურდა 148 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 280 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 0.6%, ბოლო 14 დღის - 1.04%, ხოლო ბოლო 7 დღის - 0.94%.

ინფიცირების 148 ახალი შემთხვევიდან თბილისში 72 გამოვლინდა, აჭარაში - 5, იმერეთში – 27, ქვემო ქართლში – 8, შიდა ქართლში – 4, გურიაში – 8, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 7, კახეთში – 11, მცხეთა-მთიანეთში – 3, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 1 312, საიდანაც 296 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 1 016 - ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 71 პირი იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 654 945 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 636 800 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 807.


კომენტარები