მიხეილ სააკაშვილი

ოჯახი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისთვის ხელისუფლებას დროს ორშაბათამდე აძლევს

კადრი ვიდეოდან/მთავარი არხი

"გადავარჩინოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე" - ამ მოწოდებით მიხეილ სააკაშვილი ოჯახის წევრები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს მიმართეს. 

სააკაშვილის მხარდამჭერები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ, რომ ექსპრეზიდენტმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება მიიღოს. ისინი ხელისუფლებას დროს ორშაბათამდე, 2 მაისამდე აძლევენ, რათა მან უზრუნველყოს სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ. 

"ორშაბათს, 18:00 საათამდე მივცეთ დრო მთავრობას, რათა უზრუნველყოს მიშას გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ - თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, გამოვაცხადებთ პერმანენტულ აქციებს"- თქვა სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა. 

სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებული სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განმარტებით, იმ პირობებში, როცა მიხეილ სააკაშვილს საჭირო ცილები არ მიეწოდება, იგი საკუთარ ორგანიზმს შლის, რასაც დეპრესია ემატება და ანორექსიას იწვევს.

სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებულმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი 22 აპრილს მოინახულეს. ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას რეკომენდაციით, საჭიროა ჩამოყალიბდეს სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებს.

კომენტარები