ქართული ოცნება

კობახიძე რუსეთზე: სანქცია არ დაგვიწესებია, შეიძლება, შედგეს ნებისმიერი სავაჭრო ურთიერთობა

ჩვენი პოზიცია არის ნათელი - რაც შეეხება პოლიტიკურ მხარდაჭერას, ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, ვაკეთებთ 100%-ს უკრაინისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად და რუსეთის აგრესიის დაგმობის კუთხით. ეს არის 100%-იანი მხარდაჭერა - პოლიტიკური და ჰუმანიტარული. 

რაც შეეხება სანქციებს, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო განმარტებები მოისმინა საზოგადოებამ. შესაბამისად, თუ საქმე ეხება სანქციებს, ამაზე პოზიცია ნათელია, რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლას, ამაზეც ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად ნათელი. არავინ არავის არ ეხმარება, რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან და რუსეთის წარმომადგენლებთან - გამომდინარე იქიდან, რომ სანქციები დაწესებული არ აქვს საქართველოს, სავაჭრო ურთიერთობების ფარგლებში, ბუნებრივია, შეიძლება, შედგეს ნებისმიერი ურთიერთობა.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. 

კომენტარები