ქართული ოცნება

პრემიერი: ყოველთვის გავუწბილებ იმედებს ყველა ვითომ მეგობარს, ვისაც სურს ომი ჩემს ქვეყანაში

მას შემდეგ, რაც მე, ჩვენმა გუნდმა მკაფიოდ განვაცხადეთ და ვუთხარით, მათ შორის ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომ არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში, მას შემდეგ დაიწყო უსაფუძვლო ბრალდებების კასკადი. გახსოვთ ელჩის გაწვევის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შემდეგ რაღაც ბრალდებები რაღაც რძეზე, ყველზე, ახლა ხორბალი, ამას დაემატა პირდაპირი დეკლარირებული აღიარება უკრაინის მაღალი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ მათი სურვილი და ამოცანა იყო და არის მოლდოვასა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.  [...] 

 [...]  ვიცი, რომ იმედები გავუწბილე ყველა ვითომ მეგობარს, რომელსაც სურდათ ომი ჩემს ქვეყანაში, თქვენს ქვეყანაში, და ჩვენი ხალხის მოკვლა, გაუბედურება და განადგურება ქვეყნის. მე ვპირდები მათ, რომ ყოველთვის გავუწბილებ იმედებს, არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი მეორე ომი საქართველოში არ იქნება.

პრემიერმინიტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები