ქართული ოცნება

პრემიერი: უკრაინელ მეგობრებს ვუთხარით, რომ II ფრონტი არ იქნებოდა, შემდეგ დაიწყო ბრალდებები

მთელი ეს აჟიოტაჟი, ვითომ სკანდალები და აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, იყო მიმართული მხოლოდ ერთი მიზნისთვის, რომ რაიმენაირად საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი. მას შემდეგ, რაც მე, ჩვენმა გუნდმა მკაფიოდ განვაცხადეთ და ვუთხარით, მათ შორის ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომ არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში, მას შემდეგ დაიწყო ეს უსაფუძვლო ბრალდებების კასკადი.

გახსოვთ ელჩის გაწვევის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შემდეგ რაღაც ბრალდებები რაღაც რძეზე, ყველზე, ახლა ხორბალი, ამას დაემატა პირდაპირი დეკლარირებული აღიარება უკრაინის მაღალი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ მათი სურვილი და ამოცანა იყო და არის მოლდოვასა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ ჩანაწერზე, რომელიც სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილის და სანქცირებული რუსი ოლიგარქის საუბარს ასახავს.

კომენტარები