რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლეიენი: გაზპრომის განცხადება გაზით შანტაჟის მორიგი მცდელობაა, ამ სცენარისთვის მზად ვართ

Stephanie Lecocq/Pool/AFP/Getty Images

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი ამბობს, რომ გაზპრომის განცხადება რუსეთის მხირდან გაზით დაშანტაჟების მორიგი მცდელობაა.

მისივე თქმით, ევროკავშირი ამ სცენარისთვის მზად არის. ამის შესახებ ფონ დერ ლეიენი ტვიტერზე წერს, - "ჩვენ ვადგენთ ევროკავშირის კოორდინირებულ პასუხს".

გუშინ, 26 აპრილს ბულგარეთმა და პოლონეთმა რუსეთისგან გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ გაფრთხილება მიიღეს. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდება 27 აპრილიდან შეუწყდებათ. მიზეზი ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდაზე უარია. 

პოლონეთისა და ბულგარეთის მთავრობების ცნობით, მათ ბუნებრივი აირის საკმარისი რეზერვი აქვთ და ენერგომომარაგებას საფრთხე არ ემუქრება. 

კომენტარები