ივანიშვილისა და ევტუშენკოვის ჩანაწერი

ბოკერია: ივანიშვილი 90-იანების მოსკოვში ჩამოყალიბდა, ეამაყება, რომ იმ წრის კაცია

ეს კაცი, ივანიშვილი, ამ სამყაროდან წამოსული კაცია, მანდ ჩამოყალიბდა, 90-იანების მოსკოვში, ჰო? იმ ჯოჯოხეთში, რაც იქ ხდებოდა და საიდანაც მერე აეწყო მონოლითი პუტინის მმართველობის. მაშინ არ იყო მონოლითი, მაგრამ იგივე ჯოჯოხეთი იყო. პუტინამდე ეგ პოლიტიკური სისტემა და ეგ ხალხი რამით უკეთესი კი არ იყო, უბრალოდ, ერთი ცენტრი არ ჰქონდა, თორემ იგივე ბოროტების იმპერია იყო, რომელიც ბოლომდე, სამწუხაროდ, სსრკ-ს ნგრევასთან ერთად არ განადგურდა, რაც ახლა უნდა მოხდეს, ისტორიული ვალდებულებაა და შანსი, რომ ეს ბოროტების იმპერია დამარცხდეს, როგორც ფაშისტური ჰიტლერის რეჟიმი დამარცხდა თავის დროზე.

მაგრამ 90-იანებში, სადაც ბიძინა ივანიშვილი ჩამოყალიბდა, ეგ წრეა, ეგ სამყაროა, ეგ ხალხია მისი, არც მალავდა ეს კაცი საჯაროდაც, ეამაყება, რომ იმ წრის კაცი იყო. თუ გავიხსენებთ მის საჯარო პოზიციონირებას ყველა ეტაპზე, უბრალოდ, გარემოებები დამძიმდა, თორემ ეგ ტრაექტორია იანუკოვიჩის ყოველთვის ჰქონდა მას, ჰო? ვითომ თან ფორმალურად იძახის, რომ "ჰო, ჩვენ ევროპული არჩევანი გვინდა", მაგრამ პუტინთან და მის რეჟიმთან მიმართებით ყოველთვის უნდა დაედასტურებინა, რომ ის მათ არაფერში არ უპირისპირდება და რომ კარგად არის, რა, ეს არის მაგ კაცის სამყარო.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია გავრცელებულ ჩანაწერზე, რომელიც, შესაძლოა, ასახავდეს ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს. ვლადიმირ ევტუშენკოვი ფორმულასთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ალი უზდენოვი, რომელსაც, სავარაუდოდ, მისი და ივანიშვილის საუბრის გავრცელებულ ჩანაწერში ახსენებენ, საქართველოში ნამდვილად იყო და პრემიერმინისტრსაც შეხვდა. თუმცა, ევტუშენკოვი აღნიშნავს, რომ უზდენოვის ვიზიტის მიზანი დასვენება იყო. 

კომენტარები