რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში რადიაციის დონე არანორმალურია – IAEA-ს ხელმძღვანელი

AFP

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის, რაფაელ გროსის თქმით, ჩერნობილის ელექტრო სადგურში რადიაციის დონე არანორმალურია.

გროსმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთის ძალების მიერ ჩერნობილის მიმდებარე ტერიტორიის ერთკვირიანი ოკუპაცია "ძალიან, ძალიან საშიში" იყო. მისივე თქმით, სააგენტო სიტუაციას ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩერნობილის სადგური ომის დაწყებიდან მალევე, 24 თებერვალსვე დაიკავეს. სადგურზე მუშაობას უკრაინელი თანამშრომლები განაგრძობდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები